დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას
ბაზრობის მეპატრონის თქმით, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა,
დაზღვეულია. როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,
გუშინ, გვიან ღამით ხანძარი დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე გავრცელდა.
„დაამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია.
ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ძირითადად, ხის და
პლასტმასის მასალები იყო. თუმცა, ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც
მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე
საუბარი ჯერ ნაადრევია“,-აცხადებს ზავრადაშვილი.
ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის
შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.