პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღეს,
ამ სოლიდარობის ნიშნად აუციელბელია საქართველომ სასწრაფოდ დააბრუნოს
ელჩი კიევში:
“არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების
დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ
დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ
ელჩი კიევში” — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.