სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დსთ-ის სამიტზე პარტნიორებს
განუცხადა,
რომ მუშაობა მიმდინარეობს სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველა
ტიპის სატრასპორტო კომუნიკაციის გასახსნელად.
ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროში კონკრეტული
შედეგებიც იქნება მიღწეული – სომხეთი საავტომობილო და რკინიზგით
დაუკავშირდება რუსეთს, სარკინიგზო გზით – ირანს, აზერბაიჯანს კი
საშუალება ექნება, სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანთან
სარკინიგზო მიმოსვლა ჰქონდეს.
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის სახელმწიფოს
პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც ქვეყნის დანარჩენი
ტერიტორიისგან იზოლირებულია და მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილში.
სახმელეთო გზით აზერბაიჯანისა და ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის
დაკავშირება ამ დრომდე სხვა ქვეყნების საშუალებით ხდებოდა.