მიხეილ სააკაშვილი - პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ
პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება აღარ ეძლევა.

„პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში. სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს! დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება! მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ“,
- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე ვრცელდება.

ამასთან, სააკაშვილი თავის განცხადებაში საუბრობს უკრაინელ ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვასთან შეხვედრაზე და ამბობს, რომ მისი ძალიან მადლიერია.

„მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა“, - აცხადებს სააკაშვილი.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər