ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა მილიონ ლარზე მეტი თანხა მიითვისა
ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი ხელფასების მითვისების ფაქტზე დააკავეს – მითვისებულია 1 288 000 ლარი. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა.

გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს. მ.ა.-ს ბრალდება წარედგინა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

წყარო: tv4.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər