სტუდენტებს, რომლებიც აქციის ფლაერებს არიგებდნენ, „ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ, აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ისინი აცხადებენ, რომ სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე არ უნდა მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, გორიდან „ლამაზი ხედის“ სანახავად ჩამოვიდა. „ტელეკომპანია პირველთან“ აგრესიულად განწყობილი პირები არ მალავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„რას აშუქებდით, ესენი რომ ფლაერებს არიგებდნენ?“
– ეკითხება ერთ-ერთი პირი, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, სტუდენტებს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ:

„არა რის ეს ნარატივი სწორი. ნორმალური სტაბილური ცხოვრება, ევროპისკენ წინსვლით მაგრამ არა „ნაცების“ ხელით. გვეზიზღებიან, რეჟიმს აღარ დავაბრუნებთ“
– ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„შეყვარებულს ველოდები გამოცდას წერს და ჩავერიე სიტუაციაში იმიტომ რომ არ მომწონს რასაც აკეთებენ, დავალებას რომ ასრულებენ. ქვეყანაში უნდათ დესტაბილიზაცია“
– ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

მომხდართან დაკავშირებით, „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər