გარაჩოფის თემში შესაძლოა საბავშვო ბაღი აშენდეს
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, შესაძლოა, საბავშვო ბაღი აშენდეს. სოფელში საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით ადგილობრივებმა 550 ადამიანის ხელმოწერილი პეტიციით საგარეჯოს ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. რადიო „მარნეულთან“ საურბრისას სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედოვა აცხადებს, რომ გარაჩოფის თემში 9 სოფელი შედის, საბავშვო ბაღი კი მხოლოდ ერთშია, რომელშიც მხოლოდ 27 ბავშვი დადის.

„მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ერთი მესამედი ნაწილი ჩვენ 9 სეფელში ცხოვრობს. ბავშვები სრულიად არიან ბაღის მიღმა დარჩნილი. დეკემბრის თვეში 550 ხელმოწერით პეტიცია შევიტანეთ თვითმმართველობაში. წარდგენილ პეტიციაში სოფელ ლამბალოში საბავშვო ბაღის აშენებას ვითხოვთ. ჩვენს მიერ მერიაში შეტანილი მიმართვა დღეს საკრებულოს მიერ განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მოთხოვნა გაიგზავნება მერიაში და ბოლო გადაწყვეტილებას მერია მიიღებს. ჩვენ საკრებულოში გვითხრეს რომ სოფელში ბაღის აშენების შანსი 90%-ია“.

სოფელი ლამბალო გარაჩოფის თემის ყველაზე დიდი სოფელბიდან ერთ-ერთია. აქტვისიტის თქმით, ეს სოფელი ბაღის გარეშეა დარჩენილი.

„საერთო ჯამში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 ბაღია აშენებული. უბრალოდ იმ ბაღებიდან ერთ-ერთი ჩვენს სოფელში, გარაჩოფის თემშია. იმ ბაღში კი 27 ბავშვს იღებენ. ჩვენ ახლა ვითხოვთ სოფელ ლამბალოში ბაღის აშენებას, რადგან სოფელ ქეშალოში საბავშვო ბაღი შესაძლოა სოკარმა ააშენოს. თუ ქეშალოში აშენდება, ეს მაინც არი იქნება საკმარი ლამბალოსათვის. ლამბალო იმიტომ ავარჩიეთ, რომ ორი ლამბალო არსებობს. ზემო და ქვემო ლამბალოს ბავშვებთან ერთად სოფელ თულლერის ბავშვებსაც შეეძლოთ ბაღში სიარული“.

თოზუ გულმამას თქმით, გარაჩოფის მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას პეტიციით პირველად მიმართა. ფიქრობს, რომ ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. გულმამედოვას თქმით, სოფელში კვლავ არის პრობლემები, რომელთაგან ერთ-ერთი ხიდია. ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფი მერიისათვის მიმართვას ხიდის აღდგენის მოთხოვნით აპირებენ.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər