უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი
დაიბრუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
„ჩვენები სახლში არიან. რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი
სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები,
ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო
ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და
„აზოვსტალს” იცავდა“, - წერს ზელენსკი.