მარნეულის მერიამ კონდიციონერი 5 000 ლარად შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის პირველ სართულზე მოქალაქეთა მოსაცდელი ოთახისათვის კონდიციონერი გამარტივებული წესით შეისყიდა.

მარნეულის მერისათვის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ სეხნიაშვილის მიერ მიწერილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიას ერთ მაღალი სიმძლავრის კონდიციონერი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე სჭირდებოდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონდიციონერის შესყიდვისათვის, 5 000 ლარის ღირებულების, ხელშეკრულება გამარტივებული წესით შპს „MAGNIUM+”-თან გააფორმა. კომპანიამ მერიას კონდიციონერი პირველ თებერვლამდე უნდა მიაწოდოს.

აღსანიშნავია,
რომ მანეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის შენობის პირველი სართულისა და გარე ფასადის რეაბილიტაციის სამუშაობისათვის უკვე 1 172 284 ლარი დახარჯა. აქედან, 825 900 ლარი მერიის შენობის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისათვის, ხოლო 346 384 ლარი პირველი სართულის რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა.

რადიო „მარნეული“

Print