რომელი გადასახადები ჩამოგეჭრებათ? - ფინანსური ამნისტიით 145 ათასი ადამიანი ისარგებლებს
2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება.

როგორც რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსი ლევან გობეჩია აღნიშნავს, კანონპროექტი შეეხება განსაზღვრულ პერიოდში გადაუხდელ საშემოსავლო გადასახადებს, დღგ-ს, ქონების გადასახადსა და ა.შ.

„ცვლილება გულისხმობს საგადასახადო ცვლილების ჩამოწერაზე, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აქ საუბარია ნებისმიერ დავალიანებაზე ფიზიკური პირებისთვის. საუბარია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებზე, ეს არის ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ა.შ. მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს ეხება და არა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაწერილ ჯარიმებს“, - განმარტა გობეჩიამ.

მისივე თქმით, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ ისეთი გადაუხდელი დავალიანება, მაგალითად, როგორიცაა მიწისა და ქონების, იმპორტისა და დღგ-ს გადასახადები.

„ფიზიკურ პირზე როდესაც ვსაუბრობთ, საუბარია გადასახადის გადამხდელ ნებისმიერ პირზე, მათ შორის არამეწარმეებზე, მაგრამ იხდიან მიწის ან ქონების გადასახადს, ან ამანათი აქვთ შემოტანილი და ამაზე ჰქონდათ გადასახადი გადასახდელი, იმპორტის გადასახადი ან დღგ. მეორე ჯგუფში შედიან მეწარმეები, ინდ. მეწარმეები და მიკრობიზნესის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები“,
- განაცხადა ლევან გობეჩიამ.

შეგახსენებთ, 145 ათას ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერება. საუბარია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ და გადაუხდელ, აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər