მერია: აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის" მიმდებარე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის” მიმდებარე ხიდზე, 2-16 აგვისტოს განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის” მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო
ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”,
– წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: პუბლიკა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər