პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან,
მათ შორის ერთი ქალია. 7 მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი ასევე შეეხო ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər