2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი),
საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია,
მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს.
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული
საჭიროების მქონეა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით
(იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი) გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა 8-ს
შეადგენს.