35 შეკვრად დაფასოებული "მეტადონი" ამოვიღეთ – შსს-მ სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული,
წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები".
- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო: ტაბულა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər