2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის
წარმოება 0.3%-ით, ხოლო წლიურად 6.1%-ით გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა
ფასების ინდექსის მიხედვით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე
ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები
გაზრდილია 30.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.64 პროცენტული
პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება
ლითონის მადნებზე
(36.5%);
⦁ დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5%-ით,
რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა
გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (7.9%) და
ძირითად ლითონებზე (6%);
⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები
გაიზარდა 6.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.73
პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
⦁ წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და
რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06
პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2025 წლის იანვართან შედარებით თებერვალში ფასები 3.9%-ით გაიზარდა
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე,
რამაც 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის
ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის
ჯგუფზე (0.1%), რამაც 0.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი
ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია
ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8%) და რეზინის და პლასტმასის
ნაკეთობებზე (2.9%). გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა
წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით
მომსახურების ჯგუფზე.