მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს, რომლის ანაზღაურება 6 424 ლარია
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს.

როგორც BMG-ის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, მიხეილ ყაველაშვილს ერთადერთი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგო 6 424 ლარია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების მიზეზით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი მრჩევლის ვინაობა და CV არ
მოგვაწოდა, მაგრამ როგორც BMG-მ გაარკვია, ის ლუკა ეხვაიაა.

ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.

წყარო: ბმ

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər