საქსტატი: მარტში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3% იყო.

მარტში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია,
  • პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები,
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,
  • ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. იმ სფეროებში (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი
ეკონომიკის მოცულობა), სადაც ყოველთვიური მონაცემები არ მოიპოვება, შეფასება კეთდება წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər