ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ინციდენტს,
რომელიც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობას უკავშირდება.
მშობლების თქმით, მოზარდი სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან
TikTok-ზე კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ უარყოფითი კომენტარი
დაწერა.
„ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. ცემაში დაახლოებით 10-15
ადამიანი მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი — ალბათ
სრულწლოვანიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ
ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში უკვე იყვნენ დაკითხვაზე, მაგრამ
შედეგი არ ვიცით“, — განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა „
ქართლის
ამბებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს
მოგვიანებით გააკეთებენ.
შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-მ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც
ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.