სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც
დღეს, 19 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა
. შეხვედრა ელისეს სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკრონთან შეხვედრის შემდეგ
ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას
“ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების
შესახებ, რომლის საფუძველზეც “ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური
ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე
გადავა”.
სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. ფოტო: საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. ფოტო: საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
წყარო: ნეტგაზეთი