ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს
რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე, ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში. დაკავებისას მისი ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო სად წაიყვანა ის პოლიციამ.

მოგვიანებით ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მას ბრალად სდებენ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას.

უჩა აბაშიძის მეგობარი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ უჩა აბაშიძეს
აქვს დრონის ნაწილები და ეარსოფტის იარაღი, მას გაფორმებული აქვს ტაბელური იარაღიც. თუთბერიძის თქმით, თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა ის "პოლიციის მიერ იქნება ჩადებული"

უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეები. ისინი სკანდირებდნენ "უჩა! უჩა!" პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ "მონებო".

ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər