მარნეულში ადამიანი მოკლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ცხედარი
კი 10 ნოემბერს, გვიან ღამით აღმოაჩინეს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər