მარნეულის საკრებულო საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის დამტკიცებას აპირებს
18 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საკრებულოს აპარატი ავრცელებს და წერს, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულია 5 საკითხი.

გასახილველ საკითხშია მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა, რომელსაც საკრებულოს, მარნეულის მერიის წარმომადგენელი, მარიტა ბაბლუანი წარუდგენს. როგორც რადიო “მარნეულს” მარტა ბაბლუანმა უთხრა, საგანგებო მართვის გეგმა მუნიციპალიტეტში პირველად შემუშავდა და მისი მიზანი იქნება ბუნებრივი კატასტროფების დროს დროული და კოორდინირებული რეაგირება
უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობით.

“ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გკეთებული ერთობლივი გეგმაა. რაც ნიშნავს იმას, რომ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში  ვიმოქმედოთ. ეს ეხება საგანგებო ვითარებას, ქარიშხალს, წყალდიდობას, რა ბუნებრივი კატასტროფებიც იქნება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ემსახურება ამას და ამ სამსახურთან შეთანხმებით, ერთობლივი მუშაობით შედგა გეგმა. “-
თქვა მარიტა ბაბლუანმა.

გარდა აღნიშნული საკითხისა საკრებულოში 18 ნოემბერს სხვა ოთხ საკითხსაც განიხილავენ.

1. „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 19 დეკემბრის №32 დგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი, კობა ჩხიტუნიძე/
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე/
4. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2025 წლის საწვავისა და სასაუბრო ლიმიტების განსაზღვრის თაობაზე” მარნეულის მუნიციპოალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
5. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. თეონა ფარჯიანი/

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər