მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2026-2027
წლებში თვითმმართველობის მიერ განსახორციელებელი,
50 000 ლარზე მეტი ღირებულების, პროექტების ზედამხედველობისათვის
კომპანიას ეძებს.
მარნეულის მერიამ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების
საზედამხედველო მომსახურების შესაძენად 1 800 000 ლარის ღირებულების
ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, მომსახურება
ასევე უნდა მოიცავდეს 2026-2027 წელში დაწყებული მრავალწლიანი
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას სამუშაოების
დასრულებამდე.
„საზედამხედველო მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგ
სამუშაოებზე : გზები, წყალმომარაგება, ხიდები, გვირაბები, შენობების
მშენებლობა/რეაბილიტაცია, სკვერები, ნაპირსამაგრი, სპორტული მოედნები;
მინი სტადიონები, საკანალიზაციო სისტემები, გარე განათება; სანიაღვრე
სისტემები; შემოღობვის სამუშაოები“. - აღნიშნულია
სატენდერო წინადადებაში
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება
მსურველ კომპანიებს 4-დან 9 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.
ფოტო: რადიო „მარნეულის“ არქივი