2026 წელს 2 მანქანის შესაკეთებლად მერია 15000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ავტომობილის შეკეთებისათვის 15 000 ლარიანი გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა. თვითმმართველობამ 1 წლიანი ხელშეკრულება შპს „კია საქართველო“- ს გაუფორმა. კომპანია ვალდებული იქნება მერიის ბალანსზე რიცხულ ორ ავტომობილს შეკეთების მომსახურება ერთი წლის განმავლობაში გაუწიოს.

ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, დაურ ისმაილოვს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა.

“მერიის ბალანსზე არსებულ ავტომობილებს 2026 წლისთვის ესაჭიროებათ ავტოტექ
მომსახურების შესყიდვა სავალ ნაწილებზე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება."


მარნეულის მერიამ “კია მოტორსთან” ხელშეკრულება დღეს, 19 დეკემბერს გააფორმა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər