დღეს, 16 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართება.
სხდომა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, 12:00 საათზე დაიწყება.
საკრებულოს აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღის
წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და
მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებლის 2026 წლის 12 თებერვლის N07-3226043176 მოხსენებითი
ბარათების განხილვის შესახებ.
/მომხს. გივი გიორგაძე, დავით ხარშილაძე/
2. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საწვავისა და სასაუბრო
ლიმიტების განსაზღვრის თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 25 დეკემბრის №73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ბოლო სხდომა 23 იანვარს გაიმართა, სადაც
8 საკითხი განიხილეს.
2.16px;">რადიო
"მარნეული"