კაპანახჩის თემის 4 სოფელში გზის დასაგებად 1.5 მილიონ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 1`583`328 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზაბის დაგება იგეგმება ქეშალოში, ალგეთში, კაპანახჩსა და ილმაზლოში.

“არსებული საპროექტო მონაკვეთები მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთეულში და წარმოადგენს სოფელ კაპანახჩიშის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლების შიდა გზებს, რომელიც შედგება 12 ღერძისაგან. საპროექტო მონაკვეთების თორმეტივე ღერძი მოხრეშილია და ყველა ღერძი
გადის დასახლებულ უბანში. ღერძი 2-ზე, ღერძი 3-ზე ღერძი 4-ზე ღერძი 5-ზე და ღერძი 6-ზე მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ხოლო დანარჩენ ღერძებზე მოსაწესრიგებელია მიერთებები და ეზოში შესასვლელები.” -
წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გზების რეაბილიტაციის ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 1-3 მარტის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.

ფოტო:რადიო მარნეულის არქივი

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər