მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს გადაწყვეტილებით,
სოფელ იმირში 150 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონის წესით გაასხვისებენ.
დღეს, 16 თებერვალს, გამართულ საკრბეულოს სხდომაზე დეპუტატებს საკითხი
მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა, დავით
ხარშილაძემ, წარუდგინა.
„სოფელ იმირში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის
საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა და შესაბამისად გენგეგმის დამტკიცება.
შემოსული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში ინიციატივა, რითაც ითხოვდნენ
იმირში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზებას. შესაბამისად,
სამსახურის მიერ მომზადებული იქნა შესაბამისი ნუსხა, რომელიც
წარმოდგენილი არის საკრებულოს სხდომაზე. ნუსხის შესაბამისად,
აღნიშნული მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენს
4 000 ლარს“. - განაცხადა დავით ხარშილაძემ
ხარშილაძის განმარტებით, სოფელ იმირში მდებარე 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი
აუქციონის წესით გასხვისდება.
დღეს, 16 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი
განიხილეს. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა დადებითი
გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხების განხილვის დროს არც ერთ დეპუტატს
დამატებითი კითხვები არ დაუსვამს.
რადიო „მარნეული“