17 თებერვალს "კრება" მარნეულის 3 სოფელში ჩატარდება
მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 17 თებერვალს 3 სოფელში გაიმართება.

სოფლის კრებების ფარგლებში, მერიაში მოქმედი ჯგუფები შეხვედრებს გამართავენ კირიხლოში, ზემო ყულარსა და ქვემო ყულარში.

გთავაზობთ ჩამონათვალს გრაფიკის მიხედვით:

სოფ. კირიხლო (სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 2026 წლის 17 თებერვალი 13:00 სთ
სოფ. ზემო ყულარი (სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 2026 წლის 17 თებერვალი 11:00 სთ
სოფ. ქვემო ყულარი ( სკოლის მიმდებარე ტერიტორია) - 2026 წლის 17 თებერვალი 12:00
სთ

პროექტები, რომლის დასახელებაც “კრებაზე” შეგიძლიათ:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები,მათ შორის,საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
• საზოგადოებრივი ტრანსპორტი


2026 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლების მიხედვით გადანაწილდება. მინიმალური 10 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər