მარნეულელი შშმ პირები მერიისაგან ჯანდაცვისთვის გამოყოფილ 2 000 ლარს ერთიანად მიიღებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოპერაციის, ექიმის კონსულტაციის, რეაბილიტაციის, გამოკვლევის, მკურნალობის ან მედიკამენტების შეძენის დაფინანსებას.

საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მერიისაგან ფინანსური დახმარების მიღება ყოველ კვარტალში ერთხელ შეეძლოთ -
ისინი ყოველ 4 თვეში 500 ლარს იღებდნენ. საკრბეულოსათვის შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს წლიურად მათთვის განკუთვნილი 2 000 ლარის მიღება ერთიანად შეეძლებათ.

„კვარტალურად რომ არ დაიყოს თანხები, სამსახურს შეეძლება რომ პირს ერთიანად მისცეს 2 000 ლარი, არაუმეტეს 2 000 ლარისა“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

დღეს, 16 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სულ 4 საკითხი განიხილეს. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. საკითხების განხილვის დროს არც ერთ დეპუტატს დამატებითი კითხვები არ დაუსვამს.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər