მარნეულელმა ახალგაზრდებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რაიონი“ გადაიღეს
მარნეულელმა ახალგაზრდებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „რაიონი“ გადაიღეს
ფილმი ქალაქ მარნეულში გადაიღეს. ფილმის ძირითადი თემა მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრების წესია.

ნახევარსაათიან ფილმში ახალგაზრდების კაზინოებში წასვლაზე, ნარკომანიასა და კრიმინალური შემთხვევების შედეგებზე საუბრობენ. ფილმი რეალურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. 
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისრო ელმარ ხალილოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი ძირითადად ორი ძმის განსხვავებულ ცხოვრებას აჩვენებენ.

"ფილმის გადაღების მიზანი ის იყო, რომ ახალგაზრდებმა შორიდან უყურონ თავიანთ ცხოვრებას და მიხვდნენ შეცდომებს. ჩამოშორდნენ მავნე ჩვევებს."

ელმარი აღნიშნავს, რომ მავნე ჩვევები დარესდღეობით აქტულარი თემა გახდა და ამ ფილმის გადაღების მზიანიც მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას ემსახურება.

" ჩვენ გული გვტკივა ამ ახალგაზრდების გამო და ამიტომ გადავწყვიდეთ რომ გადაგვეღო ეს ფილმი. ამით მათი დახმარება გვინდა, რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ."

ფილმის გადაღება დეკემბერში დაიწყო და თებერვალში დასრულდა. ფილმის პრეზენტაცია თებერვლის ბოლოსაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ფილმში 7 მოყვარული მსახიობია გადაღებული, 10 ადამიანი კი ეპიზოდებში იღებს მონაწილეობას.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər