რა უნდა აქლემს მარნეულში?


გორჰან დევეჯი მარნეულში, აქლემთან ერთად, მეხუთე წელია ცხოვრობს. აბრეშუმის გზის გავლისა და 39 ქვეყანაში მოგზაურობის შემდგომ ის ლეჟბადინში დაბინავდა.


7 წლის წინ ის საქრთველოში აქლემთნ ერთად თურქეთიდან ჩამოვიდა. ორი წელი თბილისის იპოდრომის ტერიტორიაზე ცხოვროვრობდა. გორჰანი ბოშა მოგზაურია. ამბობს, რომ ორი კულტურის შერწყმის ნაყოფია.

დედამისი ბურჟუაზიის წარმომადგენელი იყო მამა კი მომთაბარე ბოშა. ბავშვობაში მდიდრულ სახლში ცხოვრებასა და ბურჟუაზიული საზოგადოების წევრობაზე ოცნებობდა, მაგრამ თინეიჯერობის პერიოდში მიხვდა, რომ მისთვის ყველაზე კარგი მოგზაურობა იყო.



„მიუხედავად იმისა, რომ მე მდიდარი არ ვარ, საუკეთესო ცხოვრებით ვცხოვრობ, რადგან ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ეს ბუნება და თავისუფლებაა“.







გორანი ახლა მარნეულის სოფელ ლეჟბადინში ცხოვრობს. მის კარავში პატარა ავტობუსია მოთავსებული რომელშიც ციკანთან ერთად ცხოვრობს. ძალიან უყვარს ცხოველები და ამაჟამად აქლემის გარდა თხები, ძაღლები, კატები და ქათმები ჰყავს.

საქრთველოში 7 წლის ცხოვრებისას მან ბევრი მეგობარი შეიძინა. მასთან ხშირად ჩამოდიან ინდოელი სტუდენტები თბილისიდან ასევე ის თანამშრობლობს სამხატვრო სკოლებთანაც.



“ჩემთან ინდოელი სტუდენტები ჩამოდიან თბილისიდან.ბუნებაში ცხოვრების ასეთი წესი მათ კულტურასთან ახლოსაა და ეს მათში დიდ ინტერესს იწვევს ასევე ხშარად მოდიან სამხატვრო სკოლის ბავშვები მათ ძალიან აინტერესებთ ცხოველები და დიდ დროს ატარებენ მათთან თამაშში“













ავტორი: ედგარ მაზმანიანი

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər