საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა სახის და რამდენი სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა მარნეულში.

საქართველოს მასშტაბით, 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.

3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე კი, დაჯარიმდა 13 პირი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər