საიდან მოაქვთ პროდუქტები მაღაზიის მეპატრონეებს ბაზრის დაკეტვის შემდეგ
ოთხი დღეა, რაც მარნეულის ბაზარი ჩაკეტილია და დახლები დაბოქლომებულია. შეიძლება ითქვას, რომ მარნეულის საბითუმო ბაზრი ადგილობრივებისთვის და არა მარტო მრავალფეროვანი პროდუქტების ყიდვისა და გაყიდვის საშუალება იყო. მარკეტების გარკვეული ნაწილიც სწორედ მარნეულის ბაზრიდან ყიდულობდა პროდუქტს და შემდეგ საკუთარ ობიექტზე ყიდდა. ჩვენ რამდენიე მაღაზიაში ვიმყოფებოდით. სავაჭრო დაწესებუულების წარმომადგენლები წუხან ბაზრის დაკეტვის გამო. ამბობენ, რომ მათი დახლების შევსების ერთადერთი იმედი ფაქტობრივად მარნეულის ბაზარი იყოş

„სანამ ბაზარი დაიკეტებოდა, ოთხი დღით ადრე მოვახერხე ბროდუქტის მომარაგება. მერე რა იქნება არ ვიცი. ნახეთ კარტოფილი უკვე ოთხი დღეა რაც შემოვიტანე. არ ვიცი აწი რა უდა ვქნა და როგორ უნდა შევავსო მარაგი“ - ამბოსბ მარნეულის მაღაზიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ზოგმა ალტერნატიული გზა უკვე მონახა და პროდუქტი მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან მოაქვთ. ამბობენ, რომ საკარანტინო პირობებში ფასები თითქმის ყველაფერზე მომატებულია.

„ყველაფერი ძვირად ვიყიდე, კაპიკები მოვუმატე მარტო , რომ მოსახლეობამაც როგორმე იყიდოს აქედან. მე ნათესავს ველაპარაკე უკვე , მას სათბურები აქვს და მომყიდის საკუთარ პროდუქტს. ყველაფერი გაძვივირებულია. აი, კარტოფილი 2 ლარი ღირს. ვიდრე კარანტინი გამოცხადდებოდა მარნეულის ბაზარში 90 თეთრი იყო. ხახვიც გაძვირდა, ლიმონიც“

„ძლიან ცუდია რომ ბაზარი აღარ არის. ალტერნატიული გზის მოძებნამ მომიწია. სოფელებში ჩავდივარ და იქიდან ვყიდულობ“ - ამბობენ მაღაზიის წარმომადგენლები.

აგრარული ბაზრები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფაქტობრივად,საქართველოს მასშტაბით დაიხურა. ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედგინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას. რეკომენდაციებს უკვე გაეცნო მარნეულის საბითუმო ბაზრის დირექტორი ელგუჯა ხარშილაძე, თუმცა ამ ეტაპზე ბაზრის გახსნისს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. როგორც თავად განმარტავს, მარნეულის ბაზარს დეზინფექცია უტარდება და მისი გახსნის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის.




Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər