თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „ბა-ნი“, მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს. ტნდერის ღირებულება 408 452 ლარს შეადგენს.

„სატენდერო კომისიამ დაადგინა, შპს „ბა-ნი“-ს მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 16/06/2017 წლის N12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „ბა-ნი“-ს მიენიჭოს დისკვალიფიკაცია“ - წერია სატენდერო კომისიის ოქმში

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მერიას 2019 წლის 29 იანვარსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ტენდერში შპს „ანანა“-მ გაიმარჯვა, რომელმაც მარნეულის მერიას დარბაზის აშენება 777 777 ლარად შესთავაზა. ახალი ტენდერის გამოცხადება შპს „ანანა“-სთან შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო გახდა საჭირო. როგორც ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობაშ გვითხრეს, კომპანია „ანანა“-ს შავ სიაში შეყვანისათვის საბუთები შესაბამის ორგანოს გადაუგზავნეს.

ამ ეტაპზე, თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მხოლოდ „შავი კარკასია“ აშენებული. შენობას სახურავი ჯერ კიდევ არ ადგას.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər