„ყველა ერთად, მინუს „ქართული ოცნება“ – „ევრიპული საქართველო“ თამარისში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი და თამარისი-წერეთლის მაჟორიტარი კანდიდატი ნინი ბაქრაძე სოფელ თამარისში წინასაარჩევნო კამპანიას მართავენ. მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები სოფელში კარდაკარ დადიან და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და მათთვის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

„ვისაც უნდა შეცვალოს საქართველოს მომავალი უკეთესისკენ მათ ყველას წარმატებები. ყველა ერთად, მინუს „ქართულიო ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ მე არ ვუსურვებ წარმატებას, რადგან 9 წლის მანძილზე ისინი არ ყოფილან წარმატებული. ისინი წარმატებულები არიან მხოლოდ რუსეთის მსახუირებაში, მაგრამ საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის არაფერი წარმატებული არ გაუკეთებიათ“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში

პარტია „ევროპული საქართველო“ არჩევნებზე N2 ნომრით იბრძოლებს.

აღსანიშნავია, პარტია „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მარნეულში აჰმედ იმამყულიევია. მისი პოლიტიკური კარიერა 2014 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის კანდიდატი გახდა. 2017 წელს იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ წევრია და დღემდე მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობისათვის კიდევ ორი კანდიდატი, ქენან ომაროვი - „ქართული ოცნებიდან“ და ელდარ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იბრძოლებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər