TI-ს მოთხოვნა მარნეულის ორი საარჩევნო უბნის ბათილობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ორგანიზაციის მოთხოვნა მარნეულის ორი უბნის ბათილობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განმარტებით, მარნეულის N7 და N13 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მძიმე დარღვევები გამოავლინეს რომელთა შორისაცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტი.

„ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეს გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსამართლეები ირინა ზარქუა, თეა ძიმისტარაშვილი და ნანა ჭიჭილეიშვილი იყვნენ. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოსთვის დარღვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებებიც არ აღმოჩნდა საკმარისი საჩივრის/სარჩელის დასაკმაყოფილებლად“ - აღნიშნულია TI-ს განცხადებაში

TI-ს განცხადებით, მთლიანობაში საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” არც ერთი მნიშვნელოვანი საჩივარი ან სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდში საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაიწერა, ორგანიზაციამ 7 სარჩელი შეიტანა რაიონულ სასამრთლოებში, ხოლო შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის მოთხოვნებიდან სულ ხუთი დაკმაყოფილდა, 4 საჩივარი და 1 სარჩელი. მათში მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების მიმართ დისციპლინური ზომის გატარება. დაკმაყოფილებულ სარჩელებსა და საჩივრებს შორის ვერ მოხვდა მარნეულის ორი უბნის გაბათილების მოთხოვნით TI-ს მიერ წარდგენილი საჩივარი.

რადიო "მარნეული" 


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər