ბაითალოში სასმელი წყლის ქსელის გაყვანას მარნეულის მერია 383 680 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის ქსელის მოწყობას გეგმავს.

მარნეულის მერიამ ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაობის შესყიდვისათვის 383 680 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

„მოცემული პროექტი ითვალისწინებს სოფელ ბაითალოს ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილის მიმდებარედ საქლორატოროს და სანიტარული ზონის მოწყობას, ჭაბურღილში დამონტაჟდება ტუმბო, ავტომატური მართვის ბლოკით, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება წყლის მიწოდება ჭაბურღილის მიმდებარედ საპროექტო წყალსადაწნეო კოშკში. საიდანაც წყალი მიეწოდება მოცემული უბნის საპროექტო გამანაწილებელ ქსელს. პროექტით გათვალისწინებულია საპროექტო უბანზე ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, პოლიეთილენის მილების მეშვეობით“ - აღნიშნულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში

კომპანიამ, რომელიც ბაითალოს სასმელი წყლის ქსელის გაყვანის ტენდერში გაიმარჯვებს მასზე დაკისრებული მოვალეობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა შესარულოს.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 4-დან 9 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər