სამი მარნეულელი ქალის ბიზნეს პროექტებმა დაფინანსება მოიპოვა
სამმა მარნეულელმა ქალმა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის“ (RDYE) ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. გულჯახან აჯალოვამ, აიშენ გიზბასოვამ და გულგუნ მამედხანოვამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის სხვადასხვა სახის პროექტები დაწერეს, მიიღეს მონაწილეობა კონკურსში და დაფინანსება მოიპოვეს.

აიშენის და გულგუნის პროექტები განათლებას ეხება, ხოლო გულჯახანის პროექტი სამკერვალო ატელიეს.

23 მაისს „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის“ RDYE პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სადაც სამივე პროექტის შესახებ გააჟღერეს ინფორმაცია.

„გულჯახან აჯალოვა ქვემო ქართლიდან, ქალაქ მარნეულიდან გახლავთ, მას ყოველთვის მიზნად ჰქონდა ადგილობრივი ქალებისთვის მრავალფეროვანი ტანსაცმელი შეექმნა და ქალებისათვის სამოსისა და აქსესუარების დიდი არჩევანი შეეთავაზებინა. 2021 წელს გულჯახანმა დააფუძნა სამკერვალო ატელიე „ჯულია“. 29 წლის ქალი ახალა საკუთარი ბიზნესის გაფართოებითა და გაძლიერებით არის მოცული. ცნობილი ტანსაცმელების ბრენდის ჩამოყალიბება სურს, სამომავლოდ ექსპორტზე გასვლასაც კი აპირებს. ამისთვის მოითხოვა 11 880 ლარი პროექტიდან, რითაც დამატებით საკერავ მანქანებსა და მასალებს, ნაჭრებს, შეიძენს. საკუთარი თანამონაწილეობა კი 3 000 ლარს შეადგენს. წარმატებები გულჯახანს“.

„გულგუნ მამედხანოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოდან არის. ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდა მეწარმე ქალმა თავის მეგობარ მარიამ ისპარიანთან ერთად, რომელიც ეთნიკურად სომეხია შეიმუშავა ბიზნეს გეგმა რომლის სახელია „გრანდალა“ რაც გულისხმობს ქართული ენის ონლაინ შემსწავლელ პლატფორმას, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები დაუკავშირდებიან ქართული ენის მასწავლებლებს და შესაძლებლობა ექნებათ ენა ონლაინ შეისწავლონ. გულგუნის მიზანია, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ხელი შეუწყოს რათა ენის ბარიერი გადალახონ და სრულად ინტეგრირდნენ დანარჩენ მოსახლეობასთან. 9 600 ლარი აქვს პროექტისგან მოთხოვნილი, თანამონაწილეობა კი შეადგენს 2 400 ლარს. წარმატებები გულგუნს“.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მცხოვრებ აიშანს სასწავლო კურსების შეთავაზება სურს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. მას გეგმად აქვს საგანმანათლებლო სივრცის შექმნა. 2019 წლიდან აიშანი ახორციელებს სოციალურ პროექტებს, ის პედაგოგი და ალგეთის სათემო ცენტრის ხელმძღვანელია. აიშანი მუშაობს ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით. სოფლებში ახალგაზრდები არ არიან კლასგარეშე, დამატებითი, გაკვეთილებით განებივრებულები არა და მათი და მათი მშობლების მხრიდან ამის დიდი მზაობა და სურვილია. ალგეთის თემში, სადაც გაერთიანებულია 4 დიდი სოფელი აიშანს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნა უნდა სადაც მათ შესაძლებლობა ექანებათ კვალიფიციური მასწავლებლებისგან სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ტრენინგები მოისმინონ. მოთხოვნილი თანხა შეადგენს 19 120 ლარს. წარმატებები აიშანს“.



ღონისძიებაზე წარდგენილი იყო პროექტის მონაწილე 22 ახალგაზრდა მეწარმის ბიზნეს კონცეფცია, რომელთა ბიზნეს გეგმებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. პროექტის მიერ დაგეგმილია 16 მათგანის თანადაფინანსება (80/20). ხოლო დანარჩენ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ კერძო სექტორიდან მიიღონ ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება, დაამყარონ საქმიანი კავშირები და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარებს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər