მარნეულის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

1 ივნისიდან მარნეულის ბაღებში რეგისტრაცია იწყება.

ინფორმაცია რადიო "მარნეულთან" საუბრისას ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა.

ქარამოვის თქმით, ბავშვების დარეგისტრირებისთვის მშობლებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბაღს ან ბაღის ხელმძღვანელობას მიმართონ.

„1 ივნისს 9 საათზე რეგისტრაციის პროცესი იწყება. მშობლებს დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლიათ ბაღის ხელმძღვანელობას ან თავად ბაღს მიმართონ“.

ზაურ ქარამოვმა ისაუბრა იმ დოკუმენტების შესახებაც რომელიც მშობლებმა ბავშვების რეგისტრაციისათვის უნდა გამოიყენონ.

„რეგისტრაციისთვის ბავშვის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დადასტურებული ასლი, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, 4 ცალი ფოტოსურათი და მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლია საჭირო. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის შესახებ ცნობა ან იძულებულად გადაადგილებულის შესახებ საბუთის წარდგენა, ამავდროულად შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთია საჭირო“.

რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება, მშო ბლებს ბაღებში მისვლა 09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

 

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər