ქვემო ქართლის გუბერნატორად ლევან ხარაბაძე დაინიშნა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 6 მაისს, საქართველოს ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები (გუბერნატორები) დანიშნა. სახელმწიფო რწმუნებული შეიცვალა ქვემო ქართლშიც, ამ თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი ლევან ხარაბაძემ შეცვალა.

„ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს ირაკლი კობახიძე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაც მეტყველებს“. - აღნიშნულია „საქართველოს მთავრობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ლევან ხარაბაძე 2024 წლიდან დღემდე გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. ხარაბაძეს აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2020-21 წლებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2021-24 წლებში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər