გარდაბნის და დმანისის მერიებმა 26 მაისის აღსანიშნავად ტენდერები გამოაცხადეს
გარდაბანისა და დმანისის მუნიციპალიტეტები 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან. ორივე მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი აქვთ გამოცხადებული.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ 30 120 ლარის ღირებულების ტენდერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების შესიდვისათვის გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა სამმა პირმა მიიღო, ხოლო გამარჯვებული მანანა ალბოროვი გახდა.

მანანა ალბოროვსა და დმანისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბავშვთა უფლებათა დაცვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეების ორგანიზებაში მუნიციპალიტეტი 24 097 ლარს დახარჯავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება, ხოლო ბავშვთა უფლებების დაცვის დღე 1 ივნისს.

დმანისისაგან განსხვავებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი მხოლოდ 26 მაისის აღსანიშნავად გამოაცხადა. გარდაბნის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისათვის ღონისძიების ორგანიზებას 37 130 ლარად გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით, ღინისძიებაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მომსახურება სოფელ გამარჯვებადან, კუმისი/თელეთიდან, სართიჭალადან, მარტყოფიდან, ახალსოფელიდან, ვაზიანიდან, ნორიოდან და კრწანისიდან. ღონისძიებაზე მოწვეული იქნება სოლო მომღერალი, წარმოდგენილი იქნება კოსტუმირებული დრამერების შოუ პროგრამა და ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს 26 მაისის აღნიშვნისათვის ტენდერი არ გამოუცხადებიათ.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər