როვშან და ეთიბარ ისკანდაროვების მორიგი სასამართლო 15 მაისს გაიმართება
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არჩევნების გაყალბებაში ბრალდებული
როვშან და ეთიბარ ისკანდაროვების
მომდევნო სასამართლო სხდომა 15 მაისს, 14:30 საათზე, გაიმართება.
ისკანდაროვების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართა.
როვშან ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მან და ეთიბარ ისკანდაროვმა 2024 წლის 26
ოქტომბერს, სადახლოში გახსნილ N69 საარჩევნო უბანში არჩევნების
გაყალბება სცადეს. 26 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ
ყრის საარჩევნო
ბიულეტენების კონვერტებს როვშან ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში და მას
ეთიბარ ისკანდაროვი ეხმარება.
როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღკვეთის
ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ისკანდაროვებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით
აქვთ წარდგენილი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების:
საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების
და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს