მარნეულელმა სპორტსმენმა გოგოებმა “თბილისის ჯიმნაესტრადაში” მიიღეს მონაწილეობა
მარნეულელმა გოგოებმა საერთაშორისო ტურნირში “თბილისის ჯიმნაესტრადა”
წარმატებით მიიღეს მონაწილეობა.
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, თბილისში
ტანვარჯიშის დისციპლინაში გაიმართა მეხუთე საერთაშორისო ტურნირი,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარნეულში სპორტული აკრობატიკის წრის
წარმომადგენლებმა - ორმა გუნდმა 36 გოგოს შემადგენლობით.
“სპორტული აკრობატიკა არის გოგონა სპორტის სახეობა,
რომელიც აერთიანებს აკრობატიკულ ელემენტებს, სიმეტრიულ და ასიმეტრიულ
ფიგურებს, ნახტომებს და მხატვრულ კომპოზიციას მუსიკის
თანხლებით.სპორტული აკრობატიკა სრულდება წყვილებში ან ჯგუფებში და
მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას, მოქნილობას, სიზუსტეს და
გუნდურ მუშაობას”. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული
სკოლის განცხადებაში
მარნეულის სპორტული სკოლა წერს, რომ მარნეულელმა ახალგაზრდებმა
წარმატებით შეასრულეს საფესტივალო ნომრები და ჟიურის მოწონებაც
დაიმსახურეს. სპორტსკოლის განცხადებით, მათთვის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს მუნიციპალიტეტში გოგონათა სპორტის
განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.