დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში “კიდევაც დაიზრდებიან”-ის პარკში გაიმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მარნეულის ცენტრალურ სკვერში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართება. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ ღონიძიებას მხარს მარნეულის მერია უჭერს.

26 მაისს, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში შემდეგი სახის ღონისძიებები გაიმართება.

  • 12:00 - 18:00 - საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
  • 12:00 - 18:00 -
    ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული გასართობი აქტივობები, სახელოსნო სივრცის აქტივობა, ბატუტი, სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინები, გიფერი და ფოტოს ბეჭდვა;
  • 12:00 - 18:00 - კვების და აზიური ტკბილეულის სივრცე;
  • 13:00 - 13:40 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები ოჩო ფეხების და ანიმაციური გმირების თანხლებით;
  • 13:00 – 14:00 - ანიმაციური საცეკვაო თამაში;
  • 15:00 - 16:30 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;
  • 17:10 - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება - ანსამბლი „მარგალიტი“;
17:30 საზეიმო კონცერტი:
• ანსამბლი „გორდელა“
• დუეტი „ლეონი“
• ბენდი „ქვევრი“


გარეკანის ფოტო: არქივი
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər