მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა რიგაში 7 მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტებს შორის, მარნეულელმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას სპორტული სკოლლა ავრცელებს და წერს, რომ სპორტსმენებმა შედეგები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვეს. მათ შორის, ოქროს მედალი მოიპოვა სანდრო იაკობაშვილმა.

ინდივიდუალური ასპარეზობის შედეგები:
  • სანდრო იაკობაშვილი — ოქროს მედალი
  • გელა ქალდანი — ვერცხლის მედალი
  • გიგლა წიფიანი — ვერცხლის მედალი
  • გელა ქალდანი- ბრინჯაოს
    მედალი (ნევაზაში)

    გუნდური ასპარეზობის შედეგები:

  • გელა ქალდანი — ვერცხლის მედალი
  • რზა აბასოვი — ვერცხლის მედალი
  • ემზარ ქალდანი — ბრინჯაოს მედალი

დელეგაციას ხელმძღვანელობდა მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər