პრეზიდენტმა 42 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 პატიმარი შეიწყალა.

შეწყალება ასევე შეეხო პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 23 პირს, მათგან 2 ქალია.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალებული პატიმრებიდან ორი ქალია. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

 


წყარო: ნეთგაზეთი

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər