უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვნეს

უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პოლიტიკოსი თავში გასროლით არის მოკლული. მისივე თქმით, იარაღი მის ცხედართან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობაც.

ცნობისთვის, დავიდენკო უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან არის. ის საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრი იყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər