არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას
კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა
საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას
„ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან
მოსახლეობაში, აქედან 9 აზერბაიჯანში, 2 კი სომხეთში დაიღუპა და
საერთო ჯამში დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს
შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.