27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ძალიან აქტიური, მოვლენებით მდიდარი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერაში ხელი შეგიშალოთ, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ხელსაყრელი დროა ექიმთან ვიზიტისთვის, განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს უცნაურ სიმპტომებს გრძნობთ. ბევრი ვერძი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

კურო

აქტიური დღეა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. მეწარმეებსა და ბიზნესმენებს წარმატებული გარიგება ელით.

ტყუპები

ინტუიცია და გამოცდილება ფინანსური რესურსების სწორად განაწილების საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები და კონფლიქტიც კი. დაეხმარეთ ადამიანებს და საუკეთესო მეგობრებს შეიძენთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენგან განსაკუთრებულ ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. საღამოს სასურველია ვიზიტი სტილისტთან - დროა, იმიჯის შეცვლაზე იზრუნოთ. საქმიანი თანამშრომლობა მოგებიან ხელშეკრულებას გპირდებათ.

ლომი

სიახლეებისა და ცვლილებების დღეა. მოულოდნელი წინადადება ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრა გელით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ, საღამო სპორტულ დარბაზში ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან დიდი წარმატება გელით. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობაში ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ დაუბრუნდეთ საკითხებს, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. ნუ მოდუნდებით! ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და სიმტკიცე გჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. ბევრი სასწრაფო და გადაუდებელი საქმის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ საეჭვოა, რომ ამან რაიმე სარგებელი მოგიტანოთ. თუ მეგობრებთან შეხვედრას და გართობას გეგმავთ, ეცადეთ, საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ, რადგან შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

ამ დღეს ეცადეთ, „უჩინმაჩინის ქუდი“ დაიხუროთ და ყველასთვის უხილავი გახდეთ. აქტიურობისა და რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. ინტუიცია გკარნახობთ, როგორ მოარგოთ თქვენი პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებს. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მოგებიან ბიზნესში მონაწილეობა შემოგთავაზონ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის. ამ დღის მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდაა. დაეხმარეთ ადამიანებს და ერთგულ მეგობრებს შეიძენთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. სამსახურში პროფესიული წარმატებები გელით, რაც შეუმჩნეველი არავის დარჩება. ფრთხილად იყავით - იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო ტრავმის და საგზაო შემთხვევების რისკი.

მერწყული

გირჩევთ ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ, თუმცა ეს დღე სასიყვარულო პაემნისთვის არახელსაყრელია. სავარაუდოდ, საღამოს დაუგეგმავი ხარჯები გელით.

თევზები

ხელსაყრელი დღეა, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მატერიალური ხასიათის საკითხებმა შეგაწუხოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ, დროა, შერიგებაზე იფიქროთ. ნუ მოდუნდებით! ამ დღეს სიმტკიცე და ძლიერი ნებისყოფა გჭირდებათ.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər