ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 31 ოქტომბერს მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

მისივე თქმით, ასევე დროულად გაიხსნა ყველა, 127 სპეციალური უბანიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისათვის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər